სიახლეები

სასწავლო ვიზიტი ოზურგეთის ტექნოპარკში

📌13 და 14 დეკემბერს სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ასკანისა და შრომის საჯარო სკოლების სასკოლო კლუბის “იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორია” წევრები სასწავლო ვიზიტით ოზურგეთის ტექნოპარკში იმყოფებოდნენ.
🎯ვიზიტის მიზანს მომავლის პროფესიების და ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ მოზარდების ინფორმირება წარმოადგენდა
ტექნო პარკის ხელმძღვანელმა მოზარდებს გააცნო სამრეწველო ინოვაციები, უახლესი დანადგარების მუშაობის სპეციფიკა, ინფორმაცია ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული კურსებისა თუ ბანაკების, პროექტების შესახებ.
📍სასწავლო ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტების „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) და „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.