სიახლეები

სასწავლო ვიზიტით ოზურგეთის ტექნოპარკში

📣 2022 წლის 18 მარტს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების სოფ. გურიანთის და სოფ. მერიის საჯარო სკოლების მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით ოზურგეთის ტექნოპარკში იმყოფებოდნენ.
☑️ მოზარდებთან შეხვედრაზე ტექნოპარკის დირექტორმა ავთო თავდიშვილმა ისაუბრა სამეწარმეო ლაბორატორია-ფაბლაბის, ლეგო რობოტიქსის, ლაზერული მჭრელი და CNC რუტერის, 3D პრინტერის და Co working სივრცის ფუნქციონირების შესახებ, სადაც სწავლობნ ვებ და გეიმ დეველოპმენტს.
✔️ ასევე, პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა სასწავლო პროგრამებსა და საპილოტე საგრანტო პროგრამების შესაძლებლობებზე.
განსაკუთრებული მადლობა ტექნოპარკი ოზურგეთი • Tech Park Ozurgeti-ს ადმინისტრაციას მასპინძლობისთვის.
📌 აქტივობები ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.