სიახლეები

სათემო აქცია

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო განსკუთრებით მძიმეა სოფლებში მცხოვრები სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების მდგომარეობა. სწორედ ამ მიზნით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლისა და პარტნიორი საჯარო სკოლების მოზარდების ინიციატივით დაიგეგმა და განხორციელდა სათემო აქციები, რომელიც ითვალისწინებდა თემში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გამოვლენას და მხარდაჭერას.
სათემო აქციები ითვალისწინებდა ლოკალურად, მოზარდების საცხოვრებელ ადგილებთან ახლოს მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულებისთვის ბოსტნის დამუშავებასა და განაშენიანებას.
ორგანიზაციის მხარდაჭერით შეძენილი სხვადასხვა ტიპის ბოსტნეულის ნერგები ახალგაზრდებმა თავად დარგეს და სამომავლოდ მონაწილეობას მიიღებენ ბოსტნის მოვლა პატრონობაში.
აქციაში მონაწილეობდა 6 (შემოქმედი, ლაითური,ნასაკირალი, შრომა, ნაგომარი, ასკანა) სოფლის 14 ოჯახი.