შეხვედრა დაბა ლაითურში
6 აპრილს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ დაბა ლაითურს.
ცენტრის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს გააცნეს ის შესაძლებლობები, რომელსაც სთავაზობს სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი, ჩაატარეს ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად.
შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით ლაითურში მერის წარმომადგენელს, ბატონ გიორგი ხიდიბეგიშვილს.
გურიის რეგიონში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში ფუნქციონირებს სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც გთავაზობთ ინდივიდუალურ კარიერულ კონსულტაციას, გაძლევთ უნიკალურ შანსს, შეხვდეთ საუკეთესო ტრენერებსა და დარგის სპეციალისტებს, მიიღოთ დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და აუცილებელი ცოდნა.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/BWuDrQdd3KV8D29S7
ცენტრის სერვისებით სარგებლობა არის სრულიად უფასო
პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით "განათლება დასაქმებისთვის" (Skills4jobs) პროგრამის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
571 094 949; 595448 892; 557 923 579
გ. ეპისკოპოსის 3, ოზურგეთი