სიახლეები

შეხვედრა დათო ტურაშვილთან თემაზე „თავისუფლება“

📢17 ივნისს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის „ლიდერთა სკოლის“ მოსწავლეებისთვის ჩატარდა შეხვედრა დათო ტურაშვილთან თემაზე „თავისუფლება“.
✔️მწერალთან შეხვედრა დაიგეგმა მოზარდების სურვილის გათვალისწინებით, ამასთან მათ წაიკითხეს ნაწარმოები „ჯინსების თაობა“, რის შემდეგაც მოამზადეს კითხვები.
შეხვედრის დასაწყისი დაეთმო მინი-ლექციას. მწერალმა მოზარდებს გააცნო თავისუფლების კონცეფციის მისეული განმარტება, ისაუბრა საბჭოთა კავშირზე, როგორც ბოროტ რეჟიმზე, განათლებაზე, როგორც თავისუფალი და წარმატებული ქვეყნის მთავარ იარაღზე.
✔️მინი-ლექციის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა მოზარდებსა და მწერალს შორის საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმში.