სიახლეები

შეხვედრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

📢ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირს ეწვია მისი აღმატებულება იმამურა აკირა, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მეუღლესთან- იმამურა მიიუკისთან ერთად.

🔵 შეხვედრის ფარგლებში საუბარი წარიმართა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის საქმიანობის სფეროებზე, ყურადღება გამახვილდა იმ პროექტების მდგრადობაზე, რომლებიც იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
🔵 ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა, სადაც მოზარდებმა ისაუბრეს მათთვის საინტერესო ისეთ თემებზე, როგორებიცაა იაპონიის განათლების სისტემა, გაცვლითი პროგრამები, მწვანე ეკონომიკა, კოვიდ პანდემიის გავლენა იაპონია - საქართველოს ურთიერთობებსა და მიმდინარე პროექტებზე.