შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიის და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებთან
2020 წლის 17 ნოემბერს, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ახალგაზრდული ცენტრის და ლიდერთა სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ ონლაინ შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერიის და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა შეიტყვეს რა ღონისძიებებს ახორციელებს მერია გენდერული თანასწორობის და ქალთა/გოგონათა უფლებების პოპულარიზაციისთვის. ასევე, განხილული იყო თუ რა როლი აქვს ნაადრევი და იძულებით ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მუნიციპალიტეტის მერიას და ომბუდსმენის აპარატს.