სიახლეები

შეხვედრა ოზურგეთის საკრებულოს დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებთან

📢 2020 წლის 14 ივლისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლისა და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომას.
✔️კომისიის სხდომის დღის წესრიგით განიხილებოდა ის პრობლემები, რომელზედაც ლიდერთა სკოლისა და ცენტრის მოზარდები აწარმოებენ ადვოკატირების კამპანიიებს. კერძოდ:
▪️ქუჩის ძაღლები;
▪️ქალაქის ტერიტორიაზე არსებული საფრთხის შემცველი შენობები;
▪️რადიოაქტიური ნარჩენების მართვა;
▪️ქ. ოზურგეთში სანაპიროს ქუჩაზე ველობილიკის მოწყობა.
✔️ საუბარი წარიმართა თითოეული საკითხის შესაძლო მოგვარების პერსპექტივებზე. საკრებულოს წევრებმა გამოხატეს მზაობა მოზარდების ინიციატივების მხარდასაჭერად. შეხვედრები გაგრძელდება, მოზარდები აქტიურად ითანამშრომლებენ წარდგენილი პრობლემების მოგვარების პროცესში.