სიახლეები

შეხვედრები ორგანიზაციის პარტნიორი სკოლის წარმომადგენლებთან

ამა წლის 2-3 დეკემბერს„ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრები ორგანიზაციის პარტნიორი სკოლის წარმომადგენლებთან. პირველ შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიისთვის გაიმართა ანიმაციის „თავდაყირა“ ჩვენება-განხილვა. ხოლო მეორე შეხვედრა დაეთმო ტრენინგს თემაზე - ემოციური ინტელექტი. შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით მიმდინარეობდა.