შეხვედრები პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში
18-21 მარტს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრები პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ გურიისა და კახეთის რეგიონების პარტნიორი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები წარმომადგენელებისათვის, თითოეული სკოლიდან დირექტორი და 2 ფასილიტატორი, რომლებიც უშუალოდ უხელმძღვანელებენ მეწარმეობისა და კარიერული დაგეგმვის კლუბებს.
შეხვედრები თითოეული რეგიონის წარმომადგენელი საჯარო სკოლებისთვის გრძელდებოდა 2 დღის განმავლობაში:
პირველი დღის შესავალი ნაწილი დაეთმო პროექტის პრეზენტაციას და გაფორმდა ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
შეხვედრის ძირითადი ნაწილის განმავლობაში ჩატარდა ტრენინგი „მეწარმეობის კომპეტენციის განვითარება“ მოწვეული ტრენერის მანანა ჯინჭარაძის ფასილიტაციით
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მეწარმეობის კომპეტენციის ევროპულ ჩარჩოს; საგანმანათლებლო თანამედროვე კონცეფციებს, რაც საშუალებას იძლება მოსწავლეებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების ეფექტური განვითარების შესაძლებლობას; სკოლის ადმინისტრაციის როლსა და ფორმებს ამ მიმართულებით და სხვა.
შეხვედრები ონლაინპლატფორმა Zoom-ის გამოყენებით, მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობდა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტ "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, რომლის მიზანია - ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება. პროექტს ახორციელებს
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
-ის
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
-სა და
საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია-საგა
-სთან ერთად. პროექტი ფინანსური მხარდამჭერია #ევროკავშირისდელეგაციასაქართველოში.#CSRDG #YPU #SAGA #Skills4Jobs