სიახლეები

,,შშმ/ხანდაზმულ პირთა სადღეღამისო დაწესებულებების თანამშრომელთა გადამზადების სატრენინგო კურსის სახელმძღვანელოს“ შექმნა

ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც გააერთიანა ,,სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის“ მიმწოდებელი ორგანიზაციები, ასევე, სფეროს ექსპერტები, გერონტოლოგი და ზრუნვის სპეციალისტი, რომელთაც შეიმუშავეს ,,შშმ/ხანდაზმულ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების თანამშრომელთა გადამზადების სატრენინგო კურსის სახელმძღვანელო“.

 

მოცემული სახელმძღვანელო განკუთვნილია შშმ/ხანდაზმულ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებში (სათემო/პანსიონატი) პოტენციური/დასაქმებული პირებისთვის. სახელმძღანელოს მიზანია სადღეღამისო მომსახურებების თანამშრომლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეიძინონ და ჩამოიყალიბონ სათანადო ცოდნა და უნარები შშმ/ხანდაზმულ პირთათვის ხარისხზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდებისთვის.

 

https://drive.google.com/open?id=1Wj9pbWbcsjaKDnyo59SjnibryFj91W_-