სიახლეები

სკოლამდელი აღზრდის სტანდარტით გათვალისწინებული მიმართულებები

ამა წლის 18 იანვარს ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა პარტნიორი ბაღების მენეჯერების, პედაგოგებისა და მშობლებისთვის. სესიაზე განხილულ იქნა სკოლამდელი აღზრდის სტანდარტით გათვალისწინებული მიმართულებები და ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:
• უსაფრთხოება და დაცულობა
• კურიკულუმი და მეთოდოლოგია
• ფიზიკური გარემო
• ურთიერთობა
• საგანმანათლებლო პროცესი
• ოჯახისა და თემის მონაწილეობა
• მართვა და შეფასება
• ინკლუზიური განათლება
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია კონსულტირებას უწევს პარტნიორ ბაღებს, განახორციელონ დაწესებულების თვითშეფასების პროცესი. აღნიშნული სესიაც სწორედ ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია.