სკოლას გადაეცა ბიბლიოთეკის მოწყობისთვის საჭირო ინვენტარი
"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" სკოლის მხარდამჭერთა პროგრამის ფარგლებში მენტორები აქტიურად მონაწილეობენ სკოლაში არსებული პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირების და მოგვარების პროცესში.
შემოქმედის საჯარო სკოლის მენტორის ვახუშტი მენაბდის აქტიური ჩართულობით და USAID-ის პროექტი "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI)" მხარდაჭერით სკოლას გადაეცა ბიბლიოთეკის მოწყობისთვის საჭირო ინვენტარი, საკანცელარიო ნივთები და ლეპტოპი.
განსაკუთრებული მადლობა Vakhushti Menabde.