სიახლეები

სტრესორების ეფექტური მართვა

25 მარტს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და თბილისის „ლიდერთა სკოლის“ მოსწავლეებისთვის ონლაინ-შეხვედრა გამართა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა, ნინო ნიკოლეიშვილმა. შეხვედრის მთავარი თემა შეეხებოდა კრიზისულ, საგანგებო სიტუაციებში სტრესისა და მისგან გამოწვეული სტრესორების ეფექტური მართვის საკითხებს.
შეხვედრა მაღალი ინტერაცქიის პირობებში მიმდინარეობდა. ფსიქოლოგი დაინტერესდა მოსწავლეების ცხოვრებაში არსებული ცვლილებებით. მიღებულ ინფორმაციაზე დდაყრდნობით მათ კონკრეტული და პრაქტიკული რჩევები მისცა, თუ როგორ დაგეგმონ დღის რეჟიმი საგანგებო მდგომარების, ემოციის ცვლილებისა და მოტივაცის დაკარგვის პირობებში.
რეკომენდაციები ასევე შეეხო მშობლებთან კომუნიკაციის, შესაძლო, სირთულეების პოზიტიური ხერხებით გამკლავების შესაძლებლობებს, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით მოზარდის გაზრდილი პასუხისმგებლობისა და პოზიტიური ქცევის სახეებს.
შეხვედრაში ჩართვის საშუალება სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად მიეცათ ორგანიზაციის ახალგაზრდული ცენტრის (PITA) წევრებს, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრებ მოზარდებს წარმოადგენენ.
ორგანიზაცია ცდილობს მოზარდებს შესთავაზოს იმგვარი აქტივობები, რომლებიც მათ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით გამოწვეულ ბუნებრივ სტრესულ მგომარეობას შეუმსუბუქებს.