

ტრენინგ კურსი გრძელდება

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”, საერთაშორისო ორგანიზაციასთან "ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო" თანამშრომლობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ქალების ძალა - ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სათემო და ახალგაზრული ტრენინგები გენდერულ სტერეოტიპებსა და ქალთა უფლებების ადვოკატირების შესახებ.

პროექტი სამ წლიანია და მიზნად ისახავს ქალების/გოგონების მხარდაჭერას საქართველოს ოთხ რეგიონში (კახეთი, გურია, რაჭა და იმერეთი), რათა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბრად მონაწილეობდნენ და პატრიარქალური ცნობიერება, თუ სტერეოტიპები შეცვალონ.