სიახლეები

ციფრული ტექნოლოგიების პროგრესი და საქართველო

📣 2022 წლის 8 აპრილს, ლიდერთა სკოლისა და იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების წევრები ესწრებოდნენ ლექციას თემაზე ციფრული ტექნოლოგიების პროგრესი და საქართველო, რომელსაც უძღვებოდა კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი ნანა დიხამინჯია.
☑️ შეხვედრის თემები განსაზღვრული იყო მოზარდების ინტერესებიდან გამომდინარე და მოიცავდა შემდეგ საკითხებს: რა არის NFT, როგორ ვითარდება თამაშები შემეცნებითად, რას ნიშნავს მეტავერსის ინოვაცია და VR, რა არის მომავლის პროფესიები და როგორ ცვლის პროგრესი შესაძლებლობებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა თუ რა ზეგავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების მიერ სწორად დაგეგმილი განათლების პოლიტიკა საზოგადოების ქცევაზე.
☑️შეხვედრის დასასრულს მოზარდებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და განსაზღვრეს სამომავლოდ შეხვედრის თემატიკა.