სიახლეები

,,ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებებზე"

📣 2022 წლის 15 მარტს, ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსში დაფინანსებული პროექტის ,,ცნობიერების ამაღლება ქალთა უფლებებზე" ფარგლებში მორიგი შეხვედრა ჩატარდა ვაკიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის.
✅ შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ქალთა უფლებათა დეკლარაციის და პაქტების, გენდერული სტერეოტიპების, გენდერულო როლების შესახებ.
ასევე, შეხვედრის დასასრულს დამსწრეთა შორის ჩატარდა ვიქტორინა, პრეზენტაციის დროს განხილულ თემებთან დაკავშირებით. გამოვლინდა ვიქტორინის გამარჯვებულები და მოხდა მათი დაჯილდოება.
📌 მიკრო გრანტი ხორციელდება პროექტის „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” რომელსაც ახორციელებს ,,ქალები საერთო მომავლისთვის” პარტნიორობით ადგილობრივ ორგანიზაციებთან „ქალთა ფონდი საქართველოში“, „ქალი და რეალობა“, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, „პანკისის ქალთა საბჭო“ და „რაჭის სათემო ორგანიზაცია“ თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი საქართველოსთვის.