სიახლეები

თვითშეფასების პროცესი

🔵🟡 მიმდინარე წლის განმავლობაში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მხარდაჭერითა და კონსულტირებით გურიის რეგიონის 6 პარტნიორ საჯარო სკოლაში მიმდინარეობს ორგანიზაციის თვითშეფასების პროცესი.
სკოლებთან ინდივიდუალური კონსულტირების ფარგლებში განისაზღვრა შეფასების კრიტერიუმები, მომზადდა კვლევის დიზაინი, ჩატარდა კვლევა და მიმდინარეობს ტრანსკრიპტების დამუშავება.
✅ 📝 17 მაისს ორგანიზაციის წარმომადგენლების ფასილიტაციით პარტნიორი სკოლების სამუშაო ჯგუფებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომლის მიზანსაც აკადემიური წერის ძირითადი პრინციპებისა და ანგარიშის სტრუქტურის გაცნობა წარმოადგენდა.
➡️ პროექტი „უკეთესი მომავლისთვის“ ხორციელდება „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით.