თვითშეფასების პროცესი
მიმდინარე წლის განმავლობაში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მხარდაჭერითა და კონსულტირებით გურიის რეგიონის 6 პარტნიორ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მიმდინარეობს ორგანიზაციის თვითშეფასების პროცესი.
საბავშვო ბაღებთან ინდივიდუალური კონსულტირების ფარგლებში განისაზღვრა შეფასების კრიტერიუმები, მომზადდა კვლევის დიზაინი, ჩატარდა კვლევა და მიმდინარეობს ტრანსკრიპტების დამუშავება.
25 მაისს ორგანიზაციის წარმომადგენლების ფასილიტაციით პარტნიორი სკოლების სამუშაო ჯგუფებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომლის მიზანსაც აკადემიური წერის ძირითადი პრინციპებისა და ანგარიშის სტრუქტურის გაცნობა წარმოადგენდა.
პროექტი „უკეთესი მომავლისთვის“ გერმანული ფონდის „პური მსოფლიოსთვის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.