სიახლეები

“უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის”

პროექტის დასახელება:

“უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის”

პროექტის აღწერა:

ევროკავშირის მხარდაჭერით სამწლიანი პროექტი “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ 2019 წლის დეკემბერში დაიწყო  „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა“  ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან - „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციასა“ (თელავი, კახეთი) და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ (ოზურგეთი, გურია) ერთად.

პროექტის მიზანია საქართველოში ისეთი სოციალური მომსახურებების განვითარება, სადაც ხელს უწყობენ და პატივს სცემენ მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, შშმ პირების და ხანდაზმულების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უფლებებს. ერთი მხრივ პროექტის აქტივობები ფოკუსირებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურებების განვითარებასა და პილოტირებაზე, ხოლო მეორეს მხრივ, პოლიტიკურ/ პროფესიონალური გარემოს გაუმჯობესებაზე აღნიშნული მიდგომის ეროვნულ დონეზე  მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

პროექტის ამოცანებია:

1. სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმულებისთვის, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების გაწევის შესაძლებლობების განვითარება.

2. ეროვნულ დონეზე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების მდგრადი ინტეგრაციისთვის ხელშემწყობი პოლიტიკური და საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

მოსალოდნელი შედეგები:

·         ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ელემენტები და შესაძლებლობები შესწავლილია. კვლევის ანგარიში გამოქვეყნებულია და წარმოდგენილია მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში.

·         ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების მოდელი არის ინიცირებული და პილოტირებული საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში. სულ მცირე 100 ხანდაზმული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იღებს სოციალურ მომსახურებას.

·         საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში უზრუნველყოფილია უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურებების მიწოდება და მხარდაჭერა შემდგომი ღონისძიებებით: ა) შეხვედრები 10 რეგიონში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, სოციალური მომსახურების ადგილობრივი ოფისის, სოციალური მომსახურების მიმწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების და ბენეფიციარების თუ მათი ოჯახის წარმომადგენლებთან; ბ) ტრენინგები სოციალური მომსახურების 30 მიმწოდებელთან ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარებისთვის.

·         კვლევის ანგარიშისა და პროექტის ადგილობრივი გუნდის მიერ დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, განვითარებულია უფლებებზე დაფუძნებული, შშმ პირებზე და ხანდაზმულებზე ფოკუსირებული სოციალური მომსახურების მოდელები და სტანდარტები. ასევე,  განხორციელებულია სტანდარტების ეროვნულ დონეზე დანერგვის ადვოკატობა სამი მრგვალი მაგიდის და ეროვნული კონფერენციის მეშვეობით.

·         უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის შესახებ საგანმანათლებლო მასალა განვითარებული და ინტეგრირებულია სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამის 3 სასწავლო გეგმაში.

·         გაუმჯობესებულია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების შესაძლებლობები, სოციალურ მუშაკთა შრომითი უფლებების და მათი ბენეფიციარების უფლებების დასაცავად. გამოქვეყნებულია 3 ჩრდილოვანი ანგარიში სოციალური მუშაობის კანონის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის საფუძველზე და განხორციელებულია 3 კამპანია.

 

პროექტის ბიუჯეტი:

420 000 ევრო