სიახლეები

„უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებელობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“

გრძელდება შეხვედრები პროექტის, „უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებელობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, ფარგლებში, რომელშიც „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას - მეწარმეობისა და კარიერული განვითარების კლუბების შექმნა გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონების პარტნიორ საჯარო სკოლებში, ხელმძღვანელობს.
ამა წლის 2 დეკემბერს, ონლაინ-პლატფორმა zoom-ის გამოყენებით ჩატარდა მეორე შეხვედრა კახეთის რეგიონის წარმომადგენელ პარტნიორ ორგანიზაციასთან- საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო პარტნიორი ორგანიზაციის მუშაობის მიმართულებისა და გამოცდილების გაცნობას, ხოლო მეორე ნაწილში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლებმა მათ გააცნებ პროექტის ფარგლებში შემუშავებული ყოველთვიური ანგარიშგებისა და უკუკავშირის ფორმები.
‼️ აღნიშნული პროექტის ძირითადი განმახორციელებელი ორგანიზაციაა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.