სიახლეები

ვორქშოფი პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებთან

🗓ამა წლის 13 ივნისს ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ორგანიზებით გაიმართა ვორქშოფი პარტნიორი სკოლების წარმომადგენლებთან. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელების, კერძოდ, შემოქმედის, ნაგომრის, მერიის, კვირიკეთის, ნარუჯის, გურიანთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის სკოლის წარმომადგენლები.
📌📌თითოეული სკოლიდან ვორქშოფში ჩართული იყოს სკოლის დირექტორი, პედაგოგები, მშობელი და მოსწავლე.
📒შეხვედრის პირველ ნაწილში გაიმართა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის - „გენდერული სოციალიზაციის პროცესში არაფორმალურ აქტივობებში გოგონებისა და ბიჭების ჩართულობაზე გავლენის მქონე ფაქტორების“ საბოლოო ანგარიშის პრეზენტაცია. განიხილული იქნა კვლევის ძირითადი მიგნებები, რასაც მოჰყვა განხილვა და დისკუსია.
📝სამუშაო შეხვედრის მეორე ნაწილში სკოლის წარმომადგენლებმა მოამზადეს სკოლის გენდერული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსია.
✅სამომავლოდ კი დაიგეგმა პროცესი იმგვარად, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლების ჩართულობითა და კონსულტირებით პარტნიორი სკოლები შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ სკოლის გენდერული პოლიტიკის საბოლოო დოკუმენტს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი დოკუმენტის შექმნა და დანერგვა პრეცენდენტულია ქართულ სკოლებში.