ორგანიზაციის მისია და მიზნები

 

 

organizaciis saxeli: axalgazrda pedagogTa kavSiri

misamarTi: ozurgeTi, gabriel episkoposis q. #3a

el.fosta: [email protected]

vebsaiti: www.apk.ge

 

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი დაარსდა 1996 წელს.

 

 ორგანიზაციის მისია:

საქართველოს მოსახლეობის მოწყვლადი ფენების სოციალური უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო პროცესებში ცალკეული პირების ჩართვის სტიმულირების გზით.

 

 

ორგანიზაცია მუშაობს სამი მიმართულებით.

 

I მიმართულება  - მოზარდების/ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების განვითარება

 

მიზანი: მოზარდების (მათ შორის სოციალურად დაუცველების, შშმ პირების, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების, მრავალშვილიანი ოჯახების შვილების) სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა ბავშვთა უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის პროცესში; ასევე, მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა სხვადასხვა გამოწვევის დაძლევაში სკოლისა და თემის დონეზე

 

1996 წლიდან ორგანიზაციას შექმნილი აქვს „ლიდერთა სკოლა“, რომელიც წარმოადგენს  არაფორმალური განათლების ცენტრს (პირველად დაარსდა ოზურგეთში, შემდეგ - ჩოხატაურსა და თბილისში). ორგანიზაციის მოზარდების განათლების კონცეფცია ეფუძნება: ა) დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; ბ) მათ მიერ შესწავლილი/გააზრებული ინფორმაციის გავრცელებას თანატოლებში; გ) ცვლილებების მიღწევის მიზნით მოზარდების ჩართვას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების პროცესებში.

 

კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება ასევე შემდეგი პროგრამები:

 

„იდეების ლაბორატორია“ გურიის რეგიონის  8 პარტნიორ საჯარო სკოლაში. პროგრამა უზრუნველყოფს  საჯარო სკოლებში ინოვაციური სივრცის შექმნას სადაც მოზარდებს მიეცემათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად განახორციელონ საკუთარი ინიციატივები; დაგეგმონ საინტერესო პროექტები. გააცნობიერონ მათი როლი სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნების პროცესში.

         სოფლად მცხოვრები 18 +  ახალგაზრდების  განვითარების პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს თემის განვითარებაში  ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფას.

        სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის  ცენტრის პროგრამა, რომელიც  ითვალისწინებს   დასაქმებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობას. დაინტერესებული მხარეების (დასაქმების მსურველი და დამსაქმებელი)  შესაბამის კომუნიკაციაში მხარდაჭერას.

 

 

 

II მიმართულება – დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საგანმანათლებლო დაწესებულებებში 

 

მიზანი: განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმისა და სკოლის მართვის პროცესებში მშობლების, მოსწავლეებისა და თემის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობით მოსწავლეთა საჭიროებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და გამჭვირვალე სკოლის მართვის სისტემის ჩამოყალიბება

 

განხორციელებული კვლევების  საშუალებით გამოკვეთილი პრობლემური საკითხების გაანალიზების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც აწვდის საგანმანათლებლო უწყებებს ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, რათა ისინი გათვალისწინებულ იქნეს საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად; ასევე, გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია ქმნის ახალ მოდულებს  ადგილობრივი სკოლების გასაძლიერებლად.

 

საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ორგანიზაციული კულტურის ამაღლებისა და ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველსაყოფად დახმარებას უწევს მათ კონსულტაციების გაცემისა და ტრენინგების ჩატარების საშუალებით. 

III  მიმართულება - სამოქალაქო ჩართულობა სახელმწიფოს სოციალური დაცვის პოლიტიკის/პროგრამების გაუმჯობესებაში

 

მიზანი: სოციალურად მოწყვლადი ფენების ინტერესების დაცვა

 

კვლევების საშუალებით აფასებს ორი სამიზნე ჯგუფის - 18 წლამდე პირების, მათი ოჯახების (მათ შორის შშმ პირები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები) და ხანდაზმულების - სოციალურ მდგომარეობას, რის შესაბამისადაც, კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობით ახორციელებს ცვლილებების ადვოკატირებას სოციალური დაცვის პოლიტიკაში.

აღნიშნული სფეროს რეფორმირების პროცესში სახელმწიფოს ეხმარება ალტერნატიული სოციალური მომსახურებების დანერგვაში.

კერძოდ: გურიის რეგიონში ორგანიზაცია ადმინისტრირებას უწევდა მის მიერ დანერგილ 2 სოციალურ მომსახურებას. ესენია: 1. „მცირე საოჯახო ტიპის სახლი“ (2007 წლიდან 2018 წლის სექტემბრამდე),  2. „ხანდაზმულთა სათემო მომსახურება“ (2012 წლიდან დღემდე). აღნიშნული სერვისი განკუთნილია საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანებისთვის მშვიდი და სასიამოვნო სიბერის უზრუნველსაყოფად. სახლის მიზანია ბინადართა საცხოვრებელი გარემოსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა, ასევე, მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია.

 

ადგილობრივ თვითმმართელობასთან თანამშრომლობის გამოცდილება:

 

სამივე მიმართულების ფარგლებში ორგანიზაცია თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. კერძოდ:

         ორგანიზაციის პროგრამებში ჩართული ახალგაზრდები  მონაწილეობენ ადგილობრივ დონეზე სათემო პრობლემების იდენტიფიცირებაში და თვითმმართველობასთან პარტნიორობით გეგმავენ ადვოკატირების კამპანიებს;

         ახალგაზრდები მონაწილეობენ ადგილობრივი დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში;

         ორგანიზაციაში ჩატარებული კვლევებით გამოვლენილი საჭიროებების  მიხედვით მომზადებული პროგრამები  და რეკომენდაციები  (ბოლო 10 წლის განმავლობაში ორგანიზაციის მიერ მიწოდებული რეკომენდაიცების 70 %) გათვალისწინებულია ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავების პროცესში.

 

          2012 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს  „ხანდაზმულთა სახლის“ კომუნალური   გადასახადების ანაზღაურებას.