სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის

პროგრამის (GEO-CAP) ფარგლებში, CENN, პროექტის განმახორციელებელ პარტნიორებთან KRDF, ACU, YPU და RLS, ADA ერთად, ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობისა და წყლის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, პროექტი გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების როლს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, კლიმატის ცვლილების საკითხზე დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ეროვნული პლატფორმისა და რეგიონალური სამოქმედო ჯგუფების შექმნისა და სახელმწიფო და არასახელმწიფო მხარეებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის გაღრმავების გზით.

 

პროექტი განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით და ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ითანამშრომლებს ოთხი (4) სამიზნე რეგიონის (გურიის, იმერეთის, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) ათ (10) მუნიციპალიტეტში CSO-ებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი CSO-ების აქტივობას ინკლუზიური მმართველობისა და სამართლიანი განვითარების მიმართულებით, მოახდენს წყლის უსაფრთხოებაზე მიმართული ინოვაციური პროექტების სარგებელის დემონსტრირებას, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას და მასთან ადაპტაციას, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვას, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ადვოკატირების საქმეში სამოქალაქო ორგანიზაციების როლის აღიარებასა და ცნობიერების ამაღლებას.