სიახლეები

ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღე

2020 წლის 29 იანვარს, ლიტერატურულ კაფე “რვას+1”-ში “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან” არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ფილმის “ცხოვრება მშვენიერია” ჩვენება და განხილვა მოეწყო.
✔️შეხვედრის დასაწყისში ორგანიზაციის გერმანელმა მოხალისემ გააკეთა პრეზენტაცია ჰოლოკოსტის ისტორიულ ასპექტებზე, როდის დაიწყო,რამ გამოიწვია, იყო თუ არა ეს მიზანმიმართული გენოციდი ებრაელი ერის მიმართ და რას ფიქრობს გერმანელი ხალხი.
🎬 შეხვედრის მეორე ეტაპზე ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ნახეს ჰოლოკოსტის თემატიკაზე გადაღებული ფილმი, რომლის შემდეგაც მოეწყო განხილვა და მცირე დისკუსია.

 

📌 შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.