სიახლეები

სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ჩარიცხვის მსურველი ხანდაზმული/შშმ პირების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება

ორგანიზაციის ინიციატივით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აერთიანებდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ხანდაზმულთა/შშმ პირთა სადღეღამისო მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე სფეროს ექსპერტებს. სამუშაო ჯგუფმა დაამუშავა ხანდაზმულთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში, ჩარიცხვის მსურველი პირების შეფასების არსებული ინსტრუმენტი. მოცემულის აუცილებლობა განაპირობა მიღებულმა გამოცდილებამ, რამაც დაგვანახა, რომ მეტად მნიშვნელოვანია, ბენეფიციარზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფისთვის, პირველივე ეტაპიდან, მათზე სწორი და სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა. მიგვაჩნია, რომ მოცემული ინსტრუმენტი დაეხმარება არა მარტო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილ პირებს – სოციალურ მუშაკებს, პოტენციური ბენეფიციარების საჭიროებების იდენტიფიცირებაში, არამედ, მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებსაც სწორად უპასუხონ ბენეფიციართა საჭიროებებს. სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტის პროექტი გადაეგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, შემდგომი განხილვებისა და მისი დამტკიცებისთვის საჭირო პროცედურების განხორციელებისთვის.