„უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“

ორგანიზაცია, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ პროექტს, რაც ითვალისწინებს ხანდაზმულთა სათემო მომსახურებაში უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების მიწოდებას. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს, ხანდაზმულთა/მათი ოჯახების თანამონაწილეობის ხარისხის გაზრდას, ძლიერ მხარეებსა და ინტერესებზე ფოკუსირებით მიზნობრივ აქტივობებში ჩართვას, არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებას და მულტიდისციპლინური  მიდგომით ინდივიდუალური, უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების შეთავაზებას.