სიახლეები

ლიდერთა სკოლის პრეზენტაცია

 2019 წლის 27 სექტემბერს, ლიტერატურულ კაფე "რვას+1"-ში ლიდერთა სკოლის პრეზენტაცია მოეწყო. შეხვედრას უძღვებოდა "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული კომპონენტის მენეჯერი ნონა სადრაძე, რომელმაც ისაუბრა სკოლის კონცეფციაზე, სწავლების სტრუქტურაზე და დამსწრე საზოგადოებას განახლებული სასწავლო პროგრამა წარუდგინა.
✔️ ლიდერთა სკოლას ორი, ამერიკელი მოხალისე სამირ ფაზა და გერმანელი ნოემი ბიოტჩერი შემოუერთდა, რომლებმაც სპეციალურად ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნეს, მეწარმეობის და საკომუნიკაციო ინგლისურის კურსები.
🎓 პრეზენტაციის დასასრულს სიმბოლური, ფასიანი საჩუქრები და დიპლომები გადაეცათ ლიდერთა სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს.
#ახალგაზრდაპედაგოგთაკავშირი #ლიდერთასკოლა