საქმიანობების სამწლიანი ციკლის შეჯამება
📢 16 ივლისს გაიმართა პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ საგანმანათლებლო დაწესებულებების დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კომპონენტის საქმიანობების სამწლიანი ციკლის შეჯამება.
✅პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწილებით შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორები. ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიმართულების წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები.
✅ შეხვედრის დასასრულს პარტნიორი ორგანიზაციის დირექტორებმა მოგვაწოდეს უკუკავშირი, თუ რა სარგებელი და გავლენა იქონია პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა.
✔️ პროექტი განხორციელდა გერმანული ორგანიზაცია Brot für die Welt-ის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წლის 1-ლი ივნისისა და 2020 წლის 1-ლი ივლისის პერიოდში 10 პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართულობით.
📌პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ორგანიზაციამ სამწლიანი თანამშრომლობისთვის გადასცა სიგელები, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად აქტიური და ნაყოფიერი ჩართულობისთვის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლას გადაეცა 700 ლარიანი ტექნიკის სასაჩუქრე ვაუჩერი.