სამუშო შეხვედრა შემოქმედის საჯარო სკოლის ჯგუფთან
16 აპრილს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლების კონსულტირებითა და გურიის რეგიონის პარტნიორი, სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის სამუშაო ჯგუფის წევრების აქტიური ჩართულობით შემუშავდა და განისაზღვრა მოწყვლად ჯგუფს მისაკუთვნებელი ოჯახების კრიტერიუმები.
სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს სკოლის სოციალური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად მომზადდა სკოლის სოციალური პოლიტიკის კონცეფცია, ხედვის დოკუმენტი და სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირებისთვის იგეგმება კვლევა.
პროექტი „უკეთესი მომავლისთვის“ ხორციელდება გერმანული ფონდის „პური მსოფლიოს“ ფინანსური მხარდაჭერით.