სიახლეები

სასკოლო მზაობის ჯგუფები და ძირითადი საკითხები

ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით დაგეგმილი ონლაინ შეხვედრების ციკლი ფსიქოლოგ ეკატერინე(ქეთი) თავართქილაძესთან დასრულდა. მე-3 შეხვედრა ამა წლის 14 მაისს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის პარტნიორი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების (სოფელ ლაითურის, სოფელ ნასაკირალის, სოფელ შრომისა და სოფელ ნიგვზიანის) წარმომადგენლები და ასევე ოზურგეთის ბაღების გაერთიანების მეთოდისტი.
შეხვედრა ეხებოდა სასკოლო მზაობის ჯგუფებსა და იმ ძირითად საკითხებს, რომლებიც აუცილებელია განვიხილოთ მაშინ, როცა სკოლისთვის მოსამზადებელ ჯგუფებზე ვსაუბროთ. ფსიქოლოგმა ყურადღება გაამახვილა იმ აქტივობებზე, რომლებსაც უნდა ასრულებდეს სასკოლო მზაობის ჯგუფის მოსწავლე. ასევე ისაუბრა მათთვის დღის რუტინის შექმნის მნიშვნელობაზე. მან პედაგოგებს შესთავაზა დამატებითი რესურსები/მიდგომები, რისი გამოყენებაც დისტანციური სწავლების პროცესს კიდევ უფრო სახალისოსა და შემეცნებითს გახდის.