ბავშვთა თეატრი

ოზურგეთის „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბავშვთა თეატრალური სტუდია „პეპილოტა“ 1997 წელს შეიქმნა. იგი დააფუძნა ქალბატონმა მარინა თოფურიამ და დღემდე მისი კონსულტანტია. მოცემულ ეტაპზე თეატრალურ სტუდიას ხელმძღვანელობს თათული მგელაძე, მუსიკალური გამფორმებელი გახლავთ ირმა მანთიძე.

თეატრალური სტუდიის მიზანია - შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების გამოვლენა და განვითარება,  სოციალურად დაუცველი და შეზღუდული უნარის მქონე ბავშვების რეინტეგრაცია სტუდიის ყველა წრეში, მოზარდების მორალურ- ესთეტიკური ღირებულებებით აღზრდა. „პეპილოტაში“ ისწავლება ქართული ხალხური ცეკვები,  სამეჯლისო და ლათინო-ამერიკული ცეკვები, ქართული საესტრადო სიმღერები, მეტყველება, სასცენო ოსტატობა.

ორგანიზაციაში თეატრალურ სტუდიასთან ერთად  ფუნქციონირებს და მთელი დატვირთვით მუშაობს  ინტერაქტიური თეატრი.

წლების მანძილზე თეატრალური სტუდიას „პეპილოტეს“ მიერ ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრში წარმოდენილ იქნა სპექტაკლები: „პეპი გრძელი წინდა,“  „სახურავის ბანიადარი კარლსონი,“  „პატარა უფლისწული,“  „ბურატინო,“ „ მაკნატუნა,“ „ მერი პოპინსი,“ „ მე ვხედავ მზეს“სისხლი,“ „ჭინჭრაქა,“ „ეზოში ავი ძაღლია,“ „ჩიპოლინოს თავგადასავალი,“ „სალამურას თავგადსავალი“ და მრავალი სხვ.   

საბავშვო თეატრში არა მხოლოდ სპექტაკლები, არამედ სხვადასხა თემატური  ღონისძიებებიც იმართება. რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

 

„პეპილოტამ“ მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა თავისი არსებობის სხადასხვა პერიოდში: 1997 წელს ქ. თბილისში საბავშვო თეატრების რესპუბლიკურ დათვალიერებაზე წარმოადგინე ს„პეპი გრძელი წინდა“ (რეჟისორი მარინა თოფურია). სპექტაკლმა გრან პრი დაიმსახურა და 4 მთავარი დიპლომი. ამ სპექტაკლმა 10 სხვადასხვა კონკუსში გაიმარჯვა.თეატრალური სტუდიის  ხელმძღვანელი მარინა თოფურია სპექტაკლისთვის „პეპი გრძელი წინდა“ დაჯილდოვდა საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის. 1999  წელს ფირმა „იალონმა“ ეს სპექტაკლი დააჯილდოვა, როგორც წლის საუკეთესო სპექტაკლი.

1999 წელს  რესპუბლიკურ კონკურსზე „გაზაფხულის ზარები“ ლაურეატის წოდება მიენიჭა  სტუდიის აღსაზრდელს,  სალომე მგელაძეს, ხოლო 2000 წელს  რესპუბლიკურ კონკურსზე ‘ ჯადოსნური ხმები“ მე-3 ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა.  ამავე კონკურსზე პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდნენ სტუდიის მოსწავლეები: სალომე კობალავა და იზი მდინარაძე, ხოლო თეატრალრი სტუდიის ლათინური ცეკვები ჯგუფი „ჯაიფს“ სპეციალური დიპლომი მიენიჭა.

2015 წელს ქ. ფოთში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „თეთრი თოლია“ თეატრალურმა სტუდიამ აჩვენა სპექტაკლი „ბოშები,“  სპექტაკლი დაჯილდოვდა ნომინაციით: მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გიორგი შავიშვილი და ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნიკა მელუა და ანა გორგაძე.

2016 წელს ქ. თბილისში მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალზე, ნაჩვენები იქნა სპექტალი „ეზოში ავი ძაღლია.“ სპექტაკლმა გაიმარჯვა ნომინაციით: ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის  -ანა გორგაძე და მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის - ამიკო უნგიაძე.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წელს ფუნქციონირება დაიწყო ხელოვნების ახალმა მიმართულება ინტერაქტიულმა თეატრმა (ფორუმთეატრი). რომლის მიზანია სხვადასხვა სოციალური პრობლემების წარმოდგენა და საზოგადოების  ჩართვა სმათი მოგვარების პროცესში, ასევე კონკრეტული საკითხებისადმი არსებული დამოკიდებულების შეცვლა (ხშირ შემთხვევაში-სტერეოტიპულის). სცენარის შემუშავების პროცესში ჩართულია თანაშრომლები, მოზარდები. მუშავდებაიდეა, სცენარი ეფუძნება საგანმანათლებლო და სოციალურ გამოწვევებს და იგება რეალურ ისტორიებზე. 2009 წლიდან 2019 წლამდე ინტერაქტიულ თეატრში დაიდგა თერთმეტი სპექტაკლი. სპექტაკლები ნაჩვენები იქნა ოზურგეთის და გურიის სოფლების საჯარო სკოლებში.

2017 წელს ქ. თბილისში მაცაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალზე, ნაჩვენები იქნა სპექტაკლი „სიბერე საამურია?!“ სპექტაკლის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ნომინაციებით: როლის საუკეთესო შესრულებისთვის და ჟიურის სომპათია-თიკო ქუტიძე.

 2018 წელს ქ. ქობულეთში „არტ-ფესტივალი კოლხიდა“ ფესტივალზე ნაჩვენები იქნა სპექტაკლი „ამიტომ არ მჯერა თქვენი.“სპექტაკლმა გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში: აქტუალური სცენარის, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, დრამატული როლის საუკეთესო შესრულებისთვი დაჯილდოვდა სამი მონაწილე - ამიკო კოპლატაძე, გიორგი რატიანი, მარიამ ტრაპაიძე.

2019 წელსქ. თბილისში მაჩაბელას სახელბის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალზე, ნაჩვენები იქნა სპექტაკლი ,,რვას+1“ სპექტაკლმა გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციით: მთავარ და ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა ყველა მონაწილე, დიპლომით დაჯილდოვდა ინტერაქტიული  სპექტაკლი და რეჟისორი თათული მგელაძე.

ოზურგეთის „ახალგაზრა პედაგოგთა კავშირის“ ბავშვთა თეატრალურ სტუდიას სამომავლოდ კვლავ საინტერესო სპექტაკლებისა და შემეცნებითი ხასიათის პროექტების განხორცილება აქვს დაგეგმილი. გვჯერა, რომ შემოქმედებით ჯგუფი თავისი ჩვეული პასუხისმგებლობით ყველა დასახულ მიზანს საუკეთესოდ განახორციელებს.