ორგანიზაციის I კომპონენტი - მოზარდთა სამოქალაქო ცნობიერების განვითარება

მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების განვითარების კომპონენტში ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტი არის მოზარდებისთვის დემოკრატიული ღირებულებებისასევე სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების უნარ-ჩვევების სწავლება, რაც პრაქტიკული მაგალითების საშუალებით ხორციელდება

მოზარდები თავად იკვლევენ,  პრობლემურ საკითხებს  და გეგმავენ  ადვოკატირების  კამპანიებსრის შედეგადაც კონკრეტული   ცვლილები მიიღწევა კიდეც

კონცეფციის გამჭოლი კომპეტენცია ლიდერობასაკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა გახლავთმოზარდებს სჭირდებათ კომპეტენციათა ფართო სპექტრის განვითარებაამასთან ერთად ცოდნის შეძენა იმ ღირებულებებისა თუ დამოკიდებულებების შესახებრომლის საშუალებითაც  უკეთ გაანალიზებენ საკუთარ როლს საზოგადოებაში.

 აღნიშნული კონცეფციის ფარგლებში,   მოზარდებისთვის მიმდინარეობს  განათლებისა და განვითარების  სამი ეტაპი:  ინფორმაციის მიწოდება,  ინფორმაციის გავრცელება  და პრობლემების ადვოკატირებაში მონაწილეობა.  სამივე ეტაპის მიღწევა შესაძლებელია  შესაბამისი  კონკრეტული აქტივობებით. კერძოდ: 

1.   ინფორმაციის მიწოდება -  decision maker - საჯარო ლექციები, სემინარები, ტრენინგები, პრეზენტაციები, მასტერკლასები.

2.   ინფორმაციის გავრცელება   -  თანატოლგანმანათლებელების:  სემინარები, დებატები, საჯარო  და სატელევიზიო დისკუსიები, ინტერაქტიური სპექტაკლი, გაზეთი, ანიმაციური ფილმები, დოკ ფილმები და სოც. როგლები, ფოტოგამოფენები. დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენება-განხილვები, სათემო აქციები.

3.   პრობლემების ადვოკატირებაში მონაწილეობა  ---  რეკომენდაციების მომზადება, შეხვედრები, პრეზენტაციები,  აქციები.

 

აღნიშნული კონცეფციის სამიზნე ჯგუფი გახლავთ:

·        ლიდერთა სკოლა (არაფორმალური განათლების ცენტრი)მოზარდები 11-18 წლამდე  რომლებიც  წარმოადგენენ სხვადასხვა საჯარო სკოლებს, მატ შორის სოფლის სკოლებს, ასევე სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს).

ლიდერთა სკოლის მოსწავლეები  ფლობენ თემის მობილიზაციისა და პრობლემების იდენტიფიცირების უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად ახერხებენ საკუთარ სკოლებში/თემებში იყვნენ ლიდერები, გამოვლენილი პრობლემების წარდგენისა და  მოგვარების საკითხებში.  მათი აქტიურობა და ცოდნა არის სამაგალითო სხვა ბავშვებისთვის, რათა ისინი უფრო დაინტერესებულები გახდნენ ქვეყნის, რეგიონის, სოფლის პრობლემებისადმი და საკუთარი და სხვისი უფლებების დამცველ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. ამ  ინიცირების აგენტები  კი არიან ჩვენი ლიდერი ბავშვები.

 სწორედ ეს გამოარჩევს მათ სხვა ახალგაზრდებისგან.

ლიდერთა სკოლა ფუნქციონირებს:  გურიის რეგიონი -- ოზურგეთი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. ქ. თბილისი.

 

 

გაზეთი რვას+1

გაზეთი, მოზარდებსა და საზოგადოებაში თანამედროვე, დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციას ეწევა. რედკოლეგიის წევრები (ლიდერთა სკოლის მოსწავლეები), ცდილობენ საზოგადოებას სწორად დაანახოს საკუთარი როლი კონკრეტული პრობლემების გამოვლენისა  და მათ მოგვარებაში მონაწილეობის საკითხებში.  

დაინტერესებულ  მკითხველს შეუძლია გაეცნოს  მოზარდების სტატიებს,  მათ შორის ანალიტიკური ჟანრის პუბლიკაციებს ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის, ბავშვთა უფლებების მიმართ სახელწმიფოს გულგრილი დამოკიდებულების, უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით არსებული პრობლემების, გენდერული  სტერეოტიპების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში საჯარო სკოლის როლის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

 

სატელევიზიო დისკუსიები

საზოგადოებრივ აქტუალურ თემებზე სატელევიზიო დისკუსიები რუბრიკებით: „სტერეოტიპები და პროგრესი“ და „ვითხოვ სიტყვას“  მოზარდების მონაწილეობის უფლების, მათი გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით უკვე 20 წელია არსებობს.  მნიშვნელოვანია, მოზარდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დემოკრატიული გარემოს შექმნის პროცესში ჩაერთონ. გადაცემების თემატიკა  შერჩეულია მოზარდების მიერ  ლიდერთა სკოლის სამუშაო თემების გათვალისწინებით.

·        საჯარო სკოლებში სასმელი წყლისა და სანიტარიის პრობლემები.

·        ბავშვის გამოხატვის   თავისუფლებისა და მონაწილეობის უფლებებზე;

·        ბავშვის სოციალური უფლებების შესახებ

·        საჯარო სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ

·        მიგრაცია, საფრთხე თუ პერსპექტივა რეგიონებისთვის

·        ალკოჰოლის გავლენა მოზარდის ჯანმრთელობაზე

·        მოსწავლეთა ქცევის კოდექსი

·        მოსწავლეთა თვითმმართველობების ფუნქციონირების ხარისხი

·        მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა საჯარო სკოლებში

·        ინკლუზიური განათლების დანერგვა საჯარო სკოლებში და ამ საკითხთან

          დაკავშირებული     წინააღმდეგობები

·        საქართველოში მზრუნველობამოკლებული მოზარდების პრობლემები – არასაკმარისი

          სოციალური პრობლემები

·        საზოგადოებრივი ტრანსპორტი

·        მრავალფეროვნება

 

 

   ბავშვთა  თეატრალური სტუდია

ბავშვთა თეატრალური სტუდია „პეპილოტა“ ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა 1997 წელს. მისი მიზანია: შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების გამოვლენა და განვითარება,  სოციალურად დაუცველი და შეზღუდული უნარის მქონე ბავშვების რეინტეგრაცია სტუდიის ყველა წრეში, მოზარდების მორალურ- ესთეტიკური ღირებულებებით აღზრდა.

თეატრში ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ თემებს თავად ბავშვები თეატრალური ხელოვნების ელემენტების გამოყენებით განიხილავენსამუშაო პროცესი ხელს უწყობს პატარებში ჯანსაღი ფასეულობების ჩამოყალიბებასმათი თვალსაწიერის გაფართოებასსპექტაკლების საშუალებით მიმდინარეობს ბავშვებისსაზოგადოების კულტურული განვითარების პროცესიშერჩეული თემატიკა ასახავს იმ რეალობასრომელშიც ცხოვრობენ ბავშვებიმათთვის მნიშვნელოვანია ის როლირომელიც არა მარტო სპექტაკლშიარამედზოგადადსაზოგადოებაში უნდა შეასრულონ.

 ფუნქციონირების მანძილზე    ბავშვთა  თეატრალური სტუდიის მიერ მიღწეული წარმატებები:

·     1997 წელს ქ. თბილისში საბავშვო თეატრების რესპუბლიკურ დათვალიერებაზე წარმოადგინეს „პეპი გრძელი წინდა“ (რეჟისორი მარინა თოფურია). სპექტაკლმა გრან პრი დაიმსახურა და 4 მთავარი დიპლომი. ამავე სპექტაკლმა 10 სხვადასხვა კონკუსში გაიმარჯვა. 1999  წელს ფირმა „იალონმა“ აღნიშნული სპექტაკლი დააჯილდოვა, როგორც წლის საუკეთესო სპექტაკლი.

·    1999 წელს  რესპუბლიკურ კონკურსზე „გაზაფხულის ზარები“ ლაურეატის წოდება მიენიჭა  სტუდიის აღსაზრდელს,  სალომე მგელაძეს. 2000 წელს  რესპუბლიკურ კონკურსზე ,,ჯადოსნური ხმები“ მე-3 ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა.  ამავე კონკურსზე პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდნენ სტუდიის მოსწავლეები: სალომე კობალავა და იზი მდინარაძე, ხოლო თეატრალური სტუდიის ლათინური ცეკვების ჯგუფ „ჯაიფს“ სპეციალური დიპლომი მიენიჭა.

·     2015 წელს ქ. ფოთში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „თეთრი თოლია“ თეატრალურმა სტუდიამ აჩვენა სპექტაკლი „ბოშები“. სპექტაკლი დაჯილდოვდა ნომინაციით: მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გიორგი შავიშვილი, ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნიკა მელუა და ანა გორგაძე.

·     2016 წელს ქ. თბილისში მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალზე, ნაჩვენები იქნა სპექტალი „ეზოში ავი ძაღლია.“ სპექტაკლმა გაიმარჯვა ნომინაციებით: ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის  -ანა გორგაძე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის - ამიკო უნგიაძე.

თეატრალური სტუდია „პეპილოტა“ 1998 -1999 წლებში გახლდათ იაპონიის მოყვარულთა თეატრების საერთაშორისო ასოციაცია  aitaiata -ს წევრი.

 

 

ფორუმთეატრი

ლიდერთა სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს ინტერაქტიური თეატრი (ფორუმთეატრი), რომლის მიზანია სოციალური პრობლემებისა და კონფლიქტური სიტუაციების წარმოჩენა და საზოგადოების აქტიურად ჩართვა მის მოგვარებასა და გამოსავლის გზების ძიებაში, ასევე კონკრეტული საკითხებისადმი არსებული დამოკიდებულების შეცვლა (ხშირ შემთხვევაში-სტერეოტიპულის).

წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ტრადიციული თეატრისგან განსხვავებით, აუდიტორიას საშუალება ეძლევა, გამოთქვას აზრი სპექტაკლის ამა თუ იმ ეპიზოდის შესახებ, შეცვალოს (მთლიანად ან ნაწილობრივ) შინაარსი, ასევე არასასურველი მიზანსცენა; აჩვენოს გამოსავალი.

ინტერაქტიური თეატრის დასში გაერთიანებული მოზარდები მონაწილეობას იღებენ სპექტაკლის თემატიკის შერჩევისა და სცენარის მომზადების პროცესში. სცენარი ეფუძნება საგანმანათლებლო და სოციალურ გამოწვევებს და იგება რეალურ ისტორიებზე.  

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ინტერაქტიური თეატრის მეთოდს აქტიურად იყენებს კონკრეტული თემების პოპულარიზაციასა და პრობლემების ადვოკატირების პროცესში.

2009 წლიდან ინტერაქტიური თეატრის დასმა წარმოადგინა სპექტაკლები:

1.      რეპლიკების ჯაჭვი, ანუ აზრი არა აქვს...

2.      ბოლო ზარი, ანუ, რაც გინდათ, ის დაარქვით !

3.      ტრაგედია უგმიროდ №

4.      ხშირად სამართალი უსამართლოა

5.      თანასწორობა?!

6.      გაუმართლებს კი?!

7.      მსხვერპლი №

8.      სიბერე საამურია

9.      ამიტომ არ მჯერა თქვენი!

10.    რვას+1

 

სპექტაკლები ნაჩვენები იქნა ოზურგეთის და გურიის სოფლების საჯარო სკოლებში.

ფუნქციონირების მანძილზე ფორუმთეატრის დასის მიერ მიღწეული წარმატებები:

          2017 წელს ქ. თბილისში მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალზე, ნაჩვენები იქნა სპექტაკლი „სიბერე საამურია?!“ სპექტაკლის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ნომინაციებით: როლის საუკეთესო შესრულებისთვის და ჟიურის სიმპათია-თიკო ქუტიძე.

          2018 წელს ქ. ქობულეთში „არტ-ფესტივალი კოლხიდა“ ფესტივალზე ნაჩვენები იქნა სპექტაკლი „ამიტომ არ მჯერა თქვენი.“სპექტაკლმა გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში: აქტუალური სცენარის, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, დრამატული როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა სამი მონაწილე - ამიკო კოპლატაძე, გიორგი რატიანი, მარიამ ტრაპაიძე.

      2019 წელს ქ. თბილისში მაჩაბელას სახელბის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალზე, ნაჩვენები იქნა სპექტაკლი ,,რვას+1“. სპექტაკლმა გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში: მთავარი და ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა ყველა მონაწილე, დიპლომით დაჯილდოვდა ინტერაქტიული  სპექტაკლი და სპეკტაკლის რეჟისორი თათული მგელაძე.