,,სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება"

ორგანიზაცია, ასოციაცია ,,საქართველოს SOS ბავშვთა სოფელთან“ პარტნიორობით ახორციელებს ,,სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება გურიისა და კახეთის რეგიონებში“ პროექტს. პროექტის მიზანია კრიზისში მყოფი ოჯახების მხარდაჭერა, რათა მშობლებმა მეტად შეძლონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. გარდა ამისა, პროექტის მიერ წარმოდგენილი ღონისძიებები გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სოციალური სამსახურების შესაძლებლობებს ოჯახის მხარდაჭერის სერვისების შემუშავებაში და ბავშვთა დაცვის სპეციალისტების/სოციალური მუშაკების უნარების გაუმჯობესებას პროექტის ლოკაციებზე გრძელვადიან პერიოდში.