მიკროგრანტები

ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს ახალგაზრდების მიერ დამოუკიდებლად შემუშავებულ და განხორციელებულ ინიციატივებს, რისთვისაც ყოველწლიურად აცხადებს მიკროგრანტების კონკურსს.

აღსანიშნავია, რომ მოზარდები აქტიურად არიან ჩართული სკოლებში არსებული პრობლემების შესახებ პროექტების მომზადებაში; ისინი, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებენ  თემის მობილიზაციასა და კონკრეტული საკითხის ადვოკატირებაზე.

აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი თვითმმართველობების თანადაფინანსება.

მოზარდებს შესწევთ კონსტრუქციული თანამშრომლობის უნარი; ისინი ახერხებენ, ხელისუფლებას დაუსაბუთონ გამოვლენილი პრობლემის აქტუალურობა და, ზოგ შემთხვევაში,  მის  აღმოსაფხვრელად საჭირო დაფინანსებასაც მოიპოვებენ.

ორგანიზაციის მიმდინარე პროექტის: ,, "სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის" ფარგლებში გამოცხადებული მიკროგრანტების კონკურსის 3 ეტაპზე დაფინანსდა შემდეგი პროექტები:

 

I ეტაპი: 

  

მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ მომზადებული 3 პროექტი:

კონკურსის მიზანი:

}  თემის/სკოლის პრობლემების გადაჭრა/ცნობიერების ამაღლება

}  ახალგაზრდების მიერ დამოუკიდებლად მომზადებული და განხორციელებული ინიციატივების წახალისება.

 

  1. გარემოსდაცვითი კულტურა სკოლაში  - ოზურგეთის მე-3 საჯარო სკოლა

პროექტის მიზანი იყო ქალაქ ოზურგეთის №3 საჯარო სკოლის დაწყებითი და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება გარემოს დაცვით კულტურაზე. პროექტის ფარგლებში ინტეგრირებული გაკვეთილების სახით შემუშავდა გაკვეთილის გეგმა, სილაბუსი და ამოცანები გარემოს დაცვაზე, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერი მსურველი პედაგოგისთვის. პროექტის ფარგლებში მოზარდებისა და მასწავლებლებისთვის მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები და პლაკატები, რომლებშიც მოცემული იყო ინტერაქტიული გაკვეთილების სილაბუსები.

 

  1. ახალგაზრდა განმანათლებლებიჩოხატაურის ლიდერთა სკოლა

პროექტის მიზანი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში მოსწავლეთათვის არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა თანატოლგანამანათლებელთა ჯგუფები, რომლებიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლაში მოზრდებს უტარებდა სემინატებს დებატების ტექნიკის, გარემოს დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ. გაიმართა დისკუსიები და სხვადასხვა სახის შეჯიბრებები. გამარჯვებული ჯგუფები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ფასიანი საჩუქრით.

 

 

  1. შევუმციროთ ტვირთი დედამიწასლიდერთა სკოლა

პროექტის მიზანი იყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გარემოდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების შემცირება. პროექტის ფარგლებში მოზარდებმა მოამზადეს ფლაერები და ჩანთები (პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლების პოპულარიზაციის მიზნით) გარემოს დაცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებული ფრაზებით და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდის მიზნით გაავრცელეს ისინი მოსახლეობაში

 

 

I I ეტაპი:

მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ მომზადებული 7 პროექტი:

კონკურსის მიზანი: 

}  თემის/სკოლის პრობლემების გადაჭრა/ცნობიერების ამაღლება

}  ახალგაზრდების მიერ დამოუკიდებლად მომზადებული და განხორციელებული ინიციატივების წახალისება.

 

  1. კითხვა განათლებისთვის! – გურიანთის საჯარო სკოლა

პროექტის მიზანი იყო წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და სოფლის თემში. პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა 78 საბავშვო წიგნი ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის.

სკოლის ბიბლიოთეკაში, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით ეწყობოდა ლიტერატურული საათები, სადაც იმართებოდა წაკითხული წიგნების პრეზენტაცია , რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მშობლები აღნიშნული აქტივობების დახმარებით გაიზრდება ბავშვთა და მშობელთა ინტერესი  მხატვრული ლიტერატურისადმი, მოხდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში.

 

  1. არისტოტელეს გაკვეთილები – ლიხაურის საჯარო სკოლა

პროექტის მიზანი იყო მოზარდების მოქალაქეობრივი  ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში სკოლის ეზოში მოეწყო გარე საგაკვეთილპო სივრცე, რომლის მოწყობაში მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად ჩართული იყვნენ თემის სხვა წევრებიც.

სკოლის ბიოლოგიის , ქიმიის , გეოგრაფიის  და ქართულის   მასწავლებლები, რომლებიც ჩართულები იყვნენ პროექტში, გარე საგაკვეთილო სივრცეს იყენებდნენ, როგორც თვალსაჩინოებას.

თითოეული კლასი ზრუნავს ბაღის მოვლა-პატრონობაზე. რითაც გაიზარდა მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერება და მათი სასწავლო გარემოც მრავალფეროვანი გახდა.

 

  1. დედამიწაზე   სიცოცხლისთვის – შემოქმედის საჯარო სკოლა

პროექტის მიზანი იყო სოფელ შემოქმედის თემსა და სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის ჩატარდა სემინარი გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. თემის ახალგაზრდებისა და სკოლის მოსწავლეების მშობლების ჩართულობით დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია და განთავსდა ევკალიპტის (ცირენია) ნერგები. გარემოს დაცვასთან დაკავშირებით საზოგადეობის ცნობიერების მიზნით მომზადდა და ნაჩვენებ იქნა ინტერაქტიული სპეკტაკლი: ,,ჩენ დაგერემო“, მოეწყო სპორტული შეჯიბრი: ,,მხიარული სტარტები“, ხატვის კონკურსი: ,,გადავარჩინოთ დედამიწა“ და ფილმის: ,,წყალდიდობამდე“ ჩენება გნხილვა.

 

  1. ჯანსაღი ცხოვრების წესი - სპორტული შეჯიბრებები – შრომის საჯარო სკოლა

პროექტის მიზანი იყო მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, პროექტის ფარგლებში შეიქმნა თანატოლგანმანათლებელთა ჯგუფი, რომლებმაც თანატოლებს ჩაუტარეს სემინარი ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ამავე თემაზე მომზადდა კედლის გაზეთი და მოეწყო სპორტული შეჯიბრი კალათბურთსა და ფეხბურთში. გიზარდა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებული მოზარდების რიცხვი.

 

  1. ჯანსაღი ცხოვრების წესი – ნაგომრის საჯარო სკოლა

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების დაინტერესება სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში, მოზარდებმა მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე თანატოლებისთვის ჩაატარეს სემინარი ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მომზადდა ფლაერები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და გავრცელდა თემში. შეიქმნა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებულ მოზარდთა ჯგუფი და გაიმართა სპორტული ჩემპიონატი ფრენბურთში. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მოსწავლეებთან ჩართული იყვნენ სკოლის მასწავლებლები და თემის დაინტერესებული წევრები.

 

  1. სახლები უსახლკარო ძაღლებს – ოზურგეთის ლიდერთა სკოლა

პროექტის მიზანი იყო ცხოველთა დაცვის და მათი გადარჩენის ხელშეწყობა. ლიდერთა სკოლის მოზარდებისათვის ჩატარდება თანატოლგანმანათლებელთა სემინარები ცხოველთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ; გაიმართა საჯარო დისკუსია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში დამზადდა რამდენიმე ხის სახლი ძაღლისთვის, რომლებიც განთავსდა ანასეულის პარკში და ნასაკირალის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უამრავი ქუჩის ძაღლი იყრის თავს.

 

 

  1. ჯანსაღი ცხოვრება – ხაჯალიის საჯარო სკოლა

პროექტის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობა. მოზარდება მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით მოამზადეს მოდული და თანატოლებს ჩაუტარეს სემინარები ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობასთან დაკავშირებით, ასევე, მომზადდა და დაიბეჭდა საინფორმაციო ფლაერები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით მოზარდებმა შეიმუშავეს ფრაზები და დაიტანეს მაისურებზე. მოაწყვეს შეჯიბრი ფრენბურთში, გამარჯვებული გუნდი ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდა.

 

8. ერთობა ღიმილისთვის – ნარუჯის საჯარო სკოლა

პროექტის მიზანი იყო თემში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულების გამოვლენა და  მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. მოზარდებმა თემში მოიძიეს მარტოხელა ქალბატონები (პროცესში ჩართული იყო სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, სოფლის რწმუნებული და თემის სხვა დაინტერესებული წევრები) მოსწავლეებმა გააკეთეს გამოვლენილი ხანდაზმულების საჭიროებების დეტალური აღწერა, შეიძინეს მათთვის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი და პროდუქტი, მოაწყვეს აქცია, რომლის ფარგლებშიც თემის წევრებმა დახმარება გაუწიეს შერჩეულ ხანდაზმულებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში.

 

III ეტაპი

მიკროგრანტების კონკურსის III ეტაპზე სამიზნე სკოლებისათვის ახალგაზრდების მიკროგრანტების კონკურსი გამოცხადდა სამეწარმეო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 200 ევროს ღირებულების 6 პროექტი:

1.    ქართული ანბანის ბროშები - ლაითურის საჯარო სკოლა

2.    შექმენი შენივე ხელით ! - ნაგომრის საჯარო სკოლა

3.    მაისურებზე ამოქარგული საქართველო - ნასაკირალის საჯარო სკოლა

4.    იკითხე და ჩაინიშნე - შრომის საჯარო სკოლა

5.    ატარე განსხვავებული ! - შრომის საჯარო სკოლა

6.    ჩემი ხელებით - შემოქმედის საჯარო სკოლა

პროექტების მიზანი იყო მეწარმეობის, როგორც სწავლების მეთოდის გამოყენება და მისი დანერგვა საგანმანათლებლო სტრუქტურებში, რათა მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ მეწარმის უნარი რასაც ითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმა.

დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მოზარდებმა შექმნეს სხვადასხვა აქსესუარები და ნივთები: საახალწლო სათამაშოები და აქსესუარები, დაქარგული სურათები და მაისურები, ქართული ანბანის ბროშები, ჩანთები, სანიშნეები. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული იყვნენ სკოლის მოსწავლეები და სხვადასხვა საგნის მასწავლებლები: ქიმია, ფიზიკა, მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა. სხვადასხვა საგნის კორელაციის საფუძველზე შესაძლებელი გახდა მეწარმეობის სასწავლო პროცესში ინტეგრირება მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებით.