ქალების ძალაუფლება ინკლუზიისთვის

საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ქალები საერთო მომავლისთვის” (WECF)  ადგილობრივ ორგანიზაციებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, “ქალი და რეალობა”,”ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”, “პანკისის ქალთა საბჭო” და “რაჭის სათემო ორგანიზაცია” თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს  ,,ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში”.

 

პროექტი სამ წლიანია და მიზნად ისახავს ქალების/გოგონების მხარდაჭერას საქართველოს ოთხ რეგიონში (კახეთი, გურია, რაჭა და იმერეთი), რათა  ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბრად მონაწილეობდნენ და პატრიარქალური ცნობიერება, თუ სტერეოტიპები შეცვალონ. 



უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის

 

პროექტის აღწერა

პროექტი “უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის”, რომლის მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) ლიდერობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

პროექტის მიზანი

ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში.

პროექტის ამოცანები

დასაქმების ახალი შესაძლებლობები შექმნილია სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელისა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით.

 

სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლე ახალგაზრდებს აქვთ სათანადო ცოდნა და უნარები, რათა ეფექტურად გამოიყენონ დასაქმების არსებული შესაძლებლობები.

მოსალოდნელი შედეგები

 

  • სწავლისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები ადგილობრივ სამუშაო მაძიებლებს სთავაზობენ კომპლექსურ და საჭიროებაზე მორგებულ მომსახურებებს

  • ინოვაციური და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობები შექმნილია სამიზნე რეგიონებში, სექტორთაშორისი თანამშრომლობის გზით

  • სამიზნე რეგიონების სკოლებში შექმნილია მეწარმეობისა და კარიერის განვითარების კლუბები, რომელებიც მოსწავლეებს სთავაზობენ სამეწარმეო უნარების განვითარების პროგრამებს

  • პროფესიული სასწავლებლები სამიზნე რეგიონებში ახდენენ ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებების გამოვლენას და პასუხობენ მათ მოთხოვნის შესაბამისი პროგრამების განვითარებით