ფორუმ თეატრი

ლიდერთა სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს ინტერაქტიური თეატრი (ფორუმთეატრი), რომლის მიზანია სოციალური პრობლემებისა და კონფლიქტური სიტუაციების წარმოჩენა და საზოგადოების აქტიურად ჩართვა მის მოგვარებასა და გამოსავლის გზების ძიებაში, ასევე კონკრეტული საკითხებისადმი არსებული დამოკიდებულების შეცვლა (ხშირ შემთხვევაში-სტერეოტიპულის).

წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ტრადიციული თეატრისგან განსხვავებით, აუდიტორიას საშუალება ეძლევა, გამოთქვას აზრი სპექტაკლის ამა თუ იმ ეპიზოდის შესახებ, შეცვალოს (მთლიანად ან ნაწილობრივ) შინაარსი, ასევე არასასურველი მიზანსცენა; აჩვენოს გამოსავალი.

ინტერაქტიური თეატრის დასში გაერთიანებული მოზარდები მონაწილეობას იღებენ სპექტაკლის თემატიკის შერჩევისა და სცენარის მომზადების პროცესში. სცენარი ეფუძნება საგანმანათლებლო და სოციალურ გამოწვევებს და იგება რეალურ ისტორიებზე.  

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ ინტერაქტიური თეატრის მეთოდს აქტიურად იყენებს კონკრეტული თემების პოპულარიზაციასა და პრობლემების ადვოკატირების პროცესში.

2009 წლიდან ინტერაქტიური თეატრის დასმა წარმოადგინა სპექტაკლები:

1.      რეპლიკების ჯაჭვი, ანუ აზრი არა აქვს...

2.      ბოლო ზარი, ანუ, რაც გინდათ, ის დაარქვით !

3.      ტრაგედია უგმიროდ №

4.      ხშირად სამართალი უსამართლოა

5.      თანასწორობა?!

6.      გაუმართლებს კი?!

7.      მსხვერპლი №

8.      სიბერე საამურია

9.      ამიტომ არ მჯერა თქვენი!

10.  რვას+1

 

სპექტაკლები ნაჩვენები იქნა ოზურგეთის და გურიის სოფლების საჯარო სკოლებში.

 

ფუნქციონირების მანძილზე ფორუმთეატრის დასის მიერ მიღწეული წარმატებები:

          2017 წელს ქ. თბილისში მაჩაბელას სახელობის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალზე, ნაჩვენები იქნა სპექტაკლი „სიბერე საამურია?!“ სპექტაკლის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ნომინაციებით: როლის საუკეთესო შესრულებისთვის და ჟიურის სიმპათია-თიკო ქუტიძე.

          2018 წელს ქ. ქობულეთში „არტ-ფესტივალი კოლხიდა“ ფესტივალზე ნაჩვენები იქნა სპექტაკლი „ამიტომ არ მჯერა თქვენი.“სპექტაკლმა გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში: აქტუალური სცენარის, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, დრამატული როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა სამი მონაწილე - ამიკო კოპლატაძე, გიორგი რატიანი, მარიამ ტრაპაიძე.

2019 წელს ქ. თბილისში მაჩაბელას სახელბის ბავშვთა და მოზარდთა თეატრალურ ფესტივალზე, ნაჩვენები იქნა სპექტაკლი ,,რვას+1“. სპექტაკლმა გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში: მთავარი და ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა ყველა მონაწილე, დიპლომით დაჯილდოვდა ინტერაქტიული  სპექტაკლი და სპეკტაკლის რეჟისორი თათული მგელაძე.