„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების" აღსრულების პროცესის შეფასება
📣📣 ა(ა)იპ "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა", კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის მომართვის საფუძველზე, 2019-2020 წწ. განახორციელა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი გახლდათ „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების" აღსრულების პროცესის შეფასება.
✅✅ კვლევის პირველ ეტაპზე განხორციელდა სამაგიდე კვლევა, ხოლო მეორე ეტაპზე, სამიზნე რეგიონებში (თბილისი, ქვემო ქართლი, იმერეთი) პროცედურებში ჩართული სუბიექტების წარმომადგენლებთან გაიმართა ფოკუს-ჯგუფების შეხვედრები, თვისებრივი მეთოდის გამოყენებით, რის საფუძველზეც მომზადდა კვლევის ანალიტიკური ანგარიში და შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები.