სიახლეები

Covid19-ით გამოწვეული რეგულაციები და ადამიანის უფლებები

📢 2020 წლის 10 დეკემბერს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის ფარგლებში ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა ონლაინ შეხვედრა ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტ ნინო მირზიკაშვილთან.
✅ შეხვედრის თემა იყო Covid19-ით გამოწვეული რეგულაციები და ადამიანის უფლებები.
შეხვედრაზე განხილული იყო სწორი კომუნიკაციის და გამჭვირვალობის როლი, რათა რეგულაციები არ აღიქმებოდეს თავისუფლების შეზღუდვად.
ასევე, მოზარდებმა ისაუბრეს ინდივიდის სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს რეგულაციების აღსრულების პროცესს.
მოწვეულმა სპიკერმა ისაუბრა საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, პოპულაციის ჯანმრთელობაზე და სწორ მენეჯმენტზე. ასევე, საუბარი შეეხო პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებს და სხვა ქვეყნების გამოცდილებას.
📌 აქტივობა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
#YPU
#PITA #UNAG #USAID