დაბა ნარუჯას სკოლას მენტორი ნინო ზაუტაშვილი ეწვია
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პროგრამის "საჯარო სკოლების მხარდამჭრთა ქსელის" ფარგლებში დაბა ნარუჯას სკოლის მენტორი ნინო ზაუტაშვილი ეწვია.
მენტორმა მოზარდების ინტერესების გათვალისწინებით სკოლის ბიბლიოთეკისთვის შეაგროვა წიგნები და საჩუქრად გადასცა სკოლას.
შეხვედრაზე განიხილეს ნარუჯის თემში არსებული პრობლემები, მოზარდებმა ისაუბრეს ბევრი საინტერესო ინიციატივის შესახებ, რომლის განხორცილებაშიც მენტორის მხარდაჭრის იმედი აქვთ. ასევე, ყურადღება გამახვილდა მოზარდების სამომავლო პროფესიებზე და დაიგეგმა აქტივობები, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება.
შეხვედრა განხორციელდა პროექტის „უკეთესი განათლება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა და ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სოციალური სარგებლის ხელმისაწვდომობა”,
რომელიც დაფინანსებულია დონორი ორგანიზაცია
“პური მსოფლიოსთვის” მიერ.