სიახლეები

დაფნა- კეთილდღეობის წყარო

📌4 ივლისს, გურიის რეგიონში, სსიპ სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლაში სასკოლო ინიციატივების მცირე პროექტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „დაფნა- კეთილდღეობის წყარო“ პრეზენტაცია გაიმართა
🎯პროექტის მიზანს შემოქმედის თემში( შემოქმედი,კვირიკეთი,წითელმთა) დაფნის კულტურის პოპულარიზაცია და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება; ასევე, მოსწავლეების კვლევითი კომპეტენციების გაძლიერებით თემის მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა წარმოადგენდა
✏️მოსწავლეებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლირებისკენ მიმართული პროექტი განხორციელდა შემდეგი საგნობრი დისციპლინების ინტეგრირებით : ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა, სახვითი ხელოვნება, ისტორია, მოქალაქეობა, გეოგრაფია, უცხო ენა და კომპიუტერული ტექნოლოგიები.
მოზარდებმა ზემოთ ჩამოთვლილი საგნების პედაგოგების ფასილიტაციით იკვლიეს საკუთარ თემში დაფნის კულტურურის გავრცელების არეალი, მცენარის მოვლის თავისებურებები, სარგებლიანობა, გამოყენების არსებული პრაქტიკა, დაფნის დარგვა- რეალიზებასთან დაკავშირებული ხარჯები, პოტენციური მოგება და სხვა.
✅მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, პროექტის ფარგლებში, მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტი, შეიქმნა კომპანიის ლოგო, დამზადდა პროდუქტის შესაფუთი ყუთები. ასევე, დაფნასთან დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობის წარმართვისა და პოტენციური სარგებლის შესახებ ინფორმაცია მოზარდებმა გაავრცელეს საკუთარ თემში.
📍სასკოლო ინიციატივა გამხორციელდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტების „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) და „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.