სიახლეები

გოგონათა საერთაშორისო დღე

📢 2020 წლის 11 ოქტომბერს, გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ახალგაზრდული ცენტრის წევრების მონაწილეობით ჩატარდა ონლაინ დისკუსია.
✔️ 2020 წელს გოგონათა საერთაშორისო დღის სლოგანი იყო “ ჩემი ხმა, თანასწორ მომავალს”.
✔️ ახალგაზრდებმა შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობა, შრომის კოდექსი, ნაადრევი ქორწინება, გენდერული ნიშნით შევიწროვება, სოციალური ცვლილებების აუცილებლობა და სხვ.
✔️ შეხვედრის ფასილიტატორი იყო ახალგაზრდული ცენტრის წევრი მეკო ანდღულაძე, რომელმაც ახალგაზრდებს გაუზიარა გამოცდილება და ისაუბრა პირადი დაკვირვების საფუძველზე გამოკვეთილ მიგნებებზე. მაგ: როგორ არ არის გამოკვეთილი ქალის როგორც, როგორც ქართულ ასევე უცხოენოვან ლიტერატურაში.