ინდივიდუალური შეხვედრები ორგანიზაციის პარტნიორ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან
მიმდინარეობს ინდივიდუალური შეხვედრები ორგანიზაციის პარტნიორ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებთან. კვირის განმავლობაში შეხვედრები ჩატარდა ნასაკირალის, ლაითურის, ნიგვზიანის ბაღების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მათი საპროექტო იდეები და მომზადდა მცირე სამუშაო ვერსია, რომელზე მუშაობაც გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ პარტნიორის ბაღების წარმომადგენლები ასევე მუშაობენ ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული მიკრო-გრანტების კონკურსის საპროექტო იდეებზეც, რომლის მიზანიც აღსარდელებში მეწარმული უნარ-ჩვევების გაძლიერებაა.