ისწავლე და ასწავლე თანასწორობისთვის
”ახალგაზრდა პედაგოგოთა კავშირი“ მუდმივად ცდილობს, პარტნიორ დაწესებულებებს დახმარება გაუწიოს არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით გრანტების მოძიებასა და პროექტების მომზადებაში. აღსანიშნავია, რომ პროექტის „ქალების ძალა - ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” - ფარგლებში (ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განმახორციელებელი: "ქალები საერთო მომავლისთვის - საქართველო") გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ორგანიზაციის პარტნიორი ნასაკირალის ბაღის, ასევე ნაგომრისა და კვირიკეთის სკოლების წარმომადგენლებმა ორგანიზაციის წარმომადგენლების კონსულტირებით მოამზადეს პროექტები, აქედან ნასაკირალის ბაღის წარმომადგენლების მიერ მომზადებული პროექტი: ისწავლე და ასწავლე თანასწორობისთვის - დაფინანსდა.
ამ ეტპაზე ორგანიზაციის პარტნიორი ნიგვზიანის საბავშვო ბაღის წარმომადგენლებმა ორგანიზაციის წარმომადგენლების კონსულტირებით მოამზადეს პროექტი გერმანიის საელჩოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსისთვის, რომელიც მიზნად ისახავს სოფელ ნიგვზიანის ბაღისთვის ჭაბურღილის მოწყობას.
იმედს გამოვთქვამთ, ნიგვზიანის საბავშვო ბაღი შეძლებს აღნიშნული გრანტის მოპოვებას და არსებული პრობლემის გადაჭრას.