სიახლეები

ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა

📢 სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის მონაწილეებისთვის, რომლებმაც გაიარეს სამეწარმეო უნარების კურსი, ჩატარდა ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა.
🔹 შეხვედრა დაეთმო დისკუსიას "მეწარმისთვის საჭირო უნარ-ჩვევები". მონაწილეებმა გააზიარეს კურსზე მიღებული თეორიული ცოდნა, გამოცდილება და ჯგუფურად იმუშავეს პროექტის წერაზე.
👉 სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი ფუნქციონირებს პროექტის "უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში.
🇪🇺 პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.