სიახლეები

ქალების როლი ტექნოლოგიებში და გენდერული თანასწორობა

📢2021 წლის 6 აპრილს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციატივით მოეწყო ონლაინ შეხვედრა კომპიუტერული და ელექტრონული ინჟინერიის პროფესორ ნანა დიხამინჯიასთან.
✅ შეხვედრის მთავარი თემა იყო ქალების როლი ტექნოლოგიებში და გენდერული თანასწორობა.
✅ მოწვეულმა სპიკერმა ისაუბრა ზოგადად ტექნოლოგიურ პროგრესზე, ქალებისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზე, ქალების ჩართულობაზე კიბერუსაფრთხოების საწყის ეტაპზე, მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის შესახებ.
შეხვედრაზე განიხილეს ტექნოლოგიური პროგრესის მიღწევები, როგორ ხდება სხვადასხვა სფეროში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება და როგორ შეიცვალა ტენდენცია გოგონების მიერ პროფესიის შერჩევის კუთხით.