"ქალთა უფლებები ჩვენს ირგვლივ"
2022 წლის 18 მარტს, ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსში დაფინანსებული პროექტის "ქალთა უფლებები ჩვენს ირგვლივ" ფარგლებში გურიანთის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი ტრენინგი ჩატარდა პროექტის განმახორციელებელი გუნდის მიერ.
ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი თემები: ძალადობის ტიპები და ძალადობის მსხვერპლი ქალები,
ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა, ძალადობის შემთხვევაში სამართლებრივი სანქციები, ფემიციდის და ძალადობის შემთხვევათა შესახებ მიმართვიანობის სტატისტიკური მონაცემები.
შეხვედრის დასასრულს წარიმართა დისკუსია.
მიკრო გრანტი ხორციელდება პროექტის „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” რომელსაც ახორციელებს ,,ქალები საერთო მომავლისთვის” პარტნიორობით ადგილობრივ ორგანიზაციებთან „ქალთა ფონდი საქართველოში“, „ქალი და რეალობა“, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, „პანკისის ქალთა საბჭო“ და „რაჭის სათემო ორგანიზაცია“ თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი საქართველოსთვის.