„ხანდაზმულთა სახლის“ ბენეფიციარები შავი ზღვის სანაპიროზე
ანასეულის „ხანდაზმულთა სახლის“ ბენეფიციარები იმყოფებოდნენ შავი ზღვის სანაპიროზე სოფელ შეკვეთილში. მათ ასევე მოინახულეს „მუსიკოსთა პარკი“. პანდემიით განპირობებული შეზღუდვების გამო, ბენეფიციარებს ხანგრძლივი დროის მანძილზე არ ჰქონდათ გასვლით აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოცემულმა ღონისძიებამ ბევრი ახალი შთაბეჭდილებით და დადებითი ემოციით აავსო თითოეული მათგანი. ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - ,,უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“/,,Promoting Rights based Social Services for People with Disabilities and Elderly“ ფარგლებში, რომელსაც ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი ახორციელებს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) პარტნიორობით.