სიახლეები

კვლევის შედეგების პრეზენტაცია

30 ივლისს, 12 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითრების ცენტრის პროექტის, „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, ფარგლებში მომზადებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
👉კვლევა ჩატარდა პროექტის სამიზნე სამ რეგიონში, გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში ორი მიმართულებით:
🔹დასაქმების აღქმული ბარიერების კვლევა სამუშაოს მაძიებელთა შორის
🔹ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებების კვლევას
🎯კვლევის მიზანი:
ადგილობრივი შრომის ბაზრისა და იმ ბარიერების შესწავლა, რომლებსაც სამუშაოს მაძიებლები აწყდებიან სამიზნე რეგიონებში.
✅კვლევის ამოცანები:
🔹დასაქმების შიდა და გარე ბარიერების იდენტიფიცირება;
🔹შრომის ბაზარზე არსებული და მოსალოდნელი, ზოგადი ტენდენციების გამოვლენა;
🔹ყველაზე მოთხოვნადი ცოდნისა და უნარების იდენტიფიცირება;
🔹ბარიერების გამოვლენა, რომლებიც ხელს უშლის/ართულებს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების კადრების მოძიებასა და დასაქმებას;
🔗პრეზენტაციაზე დასწრებისთვის აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია 28 ივლისის 18:00 საათამდე - https://bit.ly/3zAxfz1
✔️რეგისტრაციისას მითითებულ მეილზე მიიღებთ პრეზენტაციის მოსაწვევს.
📋2020 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახორციელებს სამ წლიან პროექტს - „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, რომლის მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის გზით გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.
👉კვლევა მომზადებულია „ეისითის“ მიერ.