სიახლეები

ლექცია თემაზე: თვითშეფასება, გამბედაობა და მარცხის შიში

📣 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ლექცია თემაზე: თვითშეფასება, გამბედაობა და მარცხის შიში.
✅ შეხვედრაზე განხილული იყო მოზარდის განვითარების ეტაპების თავისებურებები, გარე სამყაროს ზეგავლენა ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესზე, თვითშეფასება, გამბედაობა და მარცხის შიშით გამოწვეული დაბრკოლებები, სიახლეებისა და ინოვაციური იდეების მიმართ დაბალი მიმღებლობა და მოტივაცია.
მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ შესაბამისი პასუხები.
✅ შეხვედრას უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე.